KA
KA
EN
RU
  • ჩვენ შესახებ
  • სერვისები
    • ტანსაცმლის ქიმწმენდა
    • ფეხსაცმლის ქიმწმენდა
    • ტყავის ქიმწმენდა
    • ბეწვის ქიმწმენდა
    • საოჯახო ტექსტილის ქიმწმენდა
    • დამატებითი სერვისები
    • ქიმწმენდა კომპანიებისთვის
  • ფასები
  • ფილიალები
  • სხვა
    • ბლოგი
    • გალერეა
    • მობილური აპლიკაცია
Logo
KA
KA
EN
RU
Logo
ტანსაცმლის შეღებვა
January 10, 2026

ტანსაცმლის შეღებვა მილანაში - როგორ დავუბრუნოთ სამოსს სიცოცხლე

ალბათ, თქვენც გაქვთ სამოსი, რომელიც განსაკუთრებულად გიყვართ, რომლითაც თავს ხშირად იწონებთ და რომელთანაც ბევრი მოგონება გაკავშირებთ. წესით, ასეთ ტანსაცმელს ძალიან კარგად უნდა უვლიდეთ, თუმცა, მიუხედავად ამისა, დროთა განმავლობაში, ისინი ფერსა და ბრწყინვალებას კარგავენ.
მაშინ, როდესაც საყვარელ ნივთს ფერი ეცვლება, თითქოს მასთან ერთად ემოციაც ქრება. ეს კი ძალიან რთულია, რადგან ადამიანები ემოციებს განსაკუთრებულად ვუფრთხილდებით.
საბედნიეროდ, არსებობს სერვისი - ტანსაცმლის  მილანაში შეგიძლიათ. ჩვენ გაძლევთ შესაძლებლობას, რომ თქვენს გარდერობში არსებულ სამოსს პირვანდელი ბრწყინვალება დაუბრუნოთ. 

რატომ ფერმკრთალდება ტანსაცმელი?

მზის სხივების ზემოქმედება, სარეცხი საშუალებები, არასწორი რეცხვა - ეს იმ ძირითად მიზეზთა ჩამონათვალია, რომელთა გამოც თქვენმა ტანსაცმელმა შეიძლება ფერი დროზე ადრე დაკარგოს. 
პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ მზის პირდაპირი სხივები და ულტრაიისფერი გამოსხივება საღებავის პიგმენტებს შლის. ის განსაკუთრებით ბუნებრივი ბოჭკოებისგან დამზადებულ ტანსაცმელს აზიანებს. სწორედ ამიტომ, რეკომენდებულია, რომ სამოსი გარეცხვის შემდეგ, ჩრდილში გააშროთ. 
მეორე ფაქტორი არასწორი და ძალიან ძლიერი სარეცხი საშუალებების გამოყენებაა. მსგავსი ქიმიკატები ან არასწორად შერჩეული ფხვნილი თუ გელი ტანსაცმელს აფერმკრთალებს. განსაკუთრებით მაშინ, თუ მათ ხშირად რეცხავთ. ასევე მნიშვნელოვანია სწორი ტემპერატურა, რადგან ძალიან ცხელი წყალი პიგმენტებს სწრაფად აქრობს.
გარდა ამისა, ტანსაცმელს ფერი რეცხვის არასწორი ტექნიკის გამოც ეკარგება. ასეთი შემთხვევებია: სხვადასხვა ფერის ერთად გარეცხვა, ხშირი რეცხვა, უხეში წურვა და სწრაფი გაშრობა. 
შესაბამისად, მნიშვნელოვანია იცოდეთ, როგორ მოუაროთ ტანსაცმელს სწორად - ასე მათ ბუნებრივ ფერს უფრო დიდხანს შეინარჩუნებთ. 

როგორია ტანსაცმლის შეღებვის პროცესი მილანაში?

ჩვენ „მილანაში“ უსაფრთხო, მხოლოდ ჰიპოალერგიულ და სპეციალურად ქსოვილებისთვის განკუთვნილ საღებავებს ვიყენებთ. ისინი კანს არ აზიანებს, ალერგიას არ იწვევს და გარეცხვისას არ ხუნდება. 
სწორედ ამიტომ, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ თქვენი ტანსაცმელი საიმედო ხელში მოხვდება. მეტიც, ჩვენს ქიმწმენდის ტექნოლოგებს 30-წლიანი პროფესიონალური გამოცდილება აქვთ, რაც ნდობის ძლიერ საფუძველს ქმნის. 
ტანსაცმლის შეღებვა ის პროცესია, რომლის სწორად წარმართვის შემთხვევაშიც, სამოსი „ახალ სიცოცხლეს“ იძენს. მილანაში ამის სრული გარანტია გაქვთ. ჩვენთან თითოეულ დეტალს უდიდესი ყურადღება ექცევა. პირველ ეტაპზე, სპეციალისტები ნივთის მდგომარეობას - ქსოვილის ტიპს, ფერის ინტენსივობასა და შესაძლო დაზიანებებს აფასებენ. სწორედ ამის შემდეგ ირჩევა შესაბამისი ფერი. 
აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა მასალა საღებავს სხვადასხვანაირად იღებს. მაგალითად, ბუნებრივი ბოჭკოები მას ძალიან კარგად იწოვენ, ხოლო სინთეტიკა სპეციფიკურ პიგმენტებს საჭიროებს.
მნიშვნელოვანი ეტაპია ქსოვილის ტესტირება - ბოლომდე შეღებვამდე, ტანსაცმლის მცირე, შეუმჩნეველ ნაწილს ღებავენ. ეს საჭიროა, რათა დადგინდეს: როგორ რეაგირებს ქსოვილი საღებავზე, სასურველ ფერს იღებს თუ არა და სამოსი ხომ არ დეფორმირდება. ტესტირება არასასურველი შედეგის თავიდან არიდების საშუალებაა. 

როგორი ტანსაცმლის შეღებვა შეიძლება?

ერთია ტანსაცმლის შეღებვის სურვილი, თუმცა მეორე საკითხია, რამდენად შეიძლება კონკრეტული ქსოვილის შეღებვა. უნდა იცოდეთ, რომ არსებობს რამდენიმე ტიპის ქსოვილი, რომელიც ფერს შესანიშნავად იწოვს და შედეგიც ძალიან კარგი გამოდის.
ძირითადად, ესენია: ბამბა, თეთრეული, შალი, ვისკოზა და ჯინსი. თითოეულ მათგანს განსხვავებული ტემპერატურა და ღებვის რეჟიმი სჭირდება.
სიის სათავეშია ბამბა, რომელიც ყველაზე მარტივად შესაღები ქსოვილია. საღებავი მის ბოჭკოებში ღრმად აღწევს და შესაბამისად, ფერიც ერთგვაროვანი გამოდის. ასევეა თეთრეულის შემთხვევაშიც, რომელიც ბუნებრივი ბოჭკოა. აღსანიშნავია, რომ შალის შეღებვაც შესაძლებელია, მაგრამ მას დაბალი ტემპერატურა და განსაკუთრებით ფრთხილი მოპყრობა სჭირდება. 
ჯინსის შეღებვა კი ძალიან მოთხოვნადი პროცედურაა. ეს ქსოვილი ფორმას არ კარგავს და შედეგიც სტაბილურია. მით უფრო მაშინ, თუ ჯინსი შავი, მუქი ლურჯი ან ნაცრისფერია. 
რაც შეეხება სინთეტიკას, მათგან ნეილონი ერთ-ერთია, რომელიც საღებავს კარგად იღებს.

ხშირი შეცდომები თვითნებურად შეღებვის დროს

თუ ტანსაცმლის შეღებვას სახლში გადაწყვეტთ, უნდა იცოდეთ, რომ არსებობს შეცდომები, რომლებისგანაც დაზღვეული არ ხართ. ხშირად, ადამიანების სურვილი, ღებვას თავი სახლის პირობებში გაართვან, იმედგაცრუებით სრულდება ხოლმე. 
ამ დროს, ყველაზე გავრცელებული შეცდომა ფერის არათანაბარი გადანაწილებაა. რაც იმას ნიშნავს, რომ საღებავი ნაწილობრივ შეიწოვება და ტანსაცმელი დალაქავებულს ჰგავს. ამის მიზეზებია: საღებავის არასწორი პროპორცია, არასაკმარისი მორევა, ქსოვილის დაკუჭვა და სხვა.
გარდა ამისა, ხშირია ქსოვილის დაზიანებაც. ზოგიერთი საღებავი ძლიერ ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებიც ქსოვილის სიმტკიცეს ამცირებენ - შედეგად, ისინი მარტივად იხევა. ასევე, უნდა იცოდეთ, რომ ბამბისთვის განკუთვნილი საღებავი პოლიესტერზე არ იმუშავებს, ხოლო შალისთვის საჭირო ქიმია ბამბას გააფუჭებს. 
პროცესის თვითნებურად წარმართვის შემთხვევაში, ვერც ფერის ფიქსაცია ხერხდება. სწორედ ამის გამო, ქსოვილი ყოველი გარეცხვის შემდეგ ფერმკრთალდება. სახლის პირობებში, სწორი ტემპერატურის შენარჩუნებაც ძალიან რთულია. 
ამ და სხვა მიზეზები გამო, ნათელია, რომ პროფესიონალური სერვისის გამოყენება ბევრად უფრო უსაფრთხო და შედეგიანია. 

რატომ არის მნიშვნელოვანი ტანსაცმლის შეღებვამდე ქიმწმენდა?

საუკეთესო შედეგის მისაღებად რეკომენდებულია, რომ ტანსაცმლის შეღებვამდე ქიმწმენდა ჩატარდეს. ამ დროს, ქსოვილიდან ცხიმი, მაკიაჟი, დეოდორანტისა და სარეცხი საშუალებების ნარჩენები ამოდის. აღსანიშნავია, რომ მათი არსებობა საღებავის თანაბარ შეწოვას ხშირად ხელს უშლის. 
ქიმწმენდის შემდეგ ბოჭკოს სტრუქტურა დამაბინძურებლებისგან თავისუფალია, ამიტომ საღებავი მასში უფრო ღრმად აღწევს და სამოსი რეცხვისას არ ხუნდება. ამასთან, წინასწარი წმენდა დაზიანების რისკს ამცირებს - ტანსაცმელი არ იკუმშება, ნაზი ქსოვილები არ ზიანდება და ფერი ერთნაირად ნაწილდება. სწორედ ამიტომ, „მილანას“ პროფესიონალი კადრები ტანსაცმლის შეღებვამდე, ქიმწმენდას ატარებენ. სრულყოფილი შედეგის მიღწევა მხოლოდ ასეა შესაძლებელი. 

არ გადადოთ ტანსაცმლის შეღებვა

უკვე ცხადი უნდა იყოს, რომ თუ ტანსაცმლისთვის „ახალი სიცოცხლის“ ჩუქება გსურთ, ამის გარანტია ჩვენი სერვისით სარგებლობაა.
სამოსის ფერს მხოლოდ ესთეტიკური დანიშნულება არ აქვს, ის მფლობელის ხასიათსა და სტილს ასახავს. ტანსაცმელი ნელ-ნელა ხუნდება და მნიშვნელოვანია, რომ მისთვის პირვანდელი იერის დაბრუნებაზე დროულად იზრუნოთ. 
დროა, სამოსი „მილანს“ პროფესიონალებს მიანდოთ. 
Logo
  • ჩვენ შესახებ
  • ფასების სია
  • მობილური აპლიკაცია
კონტაქტები
© 2021-2026 ყველა უფლება დაცულია
  • მომხმარებლის შეთანხმება
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტი აწყობილია Agbis მიერ
Logo
  • ჩვენ შესახებ
  • სერვისები
    • ტანსაცმლის ქიმწმენდა
    • ფეხსაცმლის ქიმწმენდა
    • ტყავის ქიმწმენდა
    • ბეწვის ქიმწმენდა
    • საოჯახო ტექსტილის ქიმწმენდა
    • დამატებითი სერვისები
  • ფასები
  • ბლოგი
  • სხვა
    • ფილიალები
    • გალერეა
    • მობილური აპლიკაცია