25.11.2025
რა უნდა გაითვალისწინო ტანსაცმლის ქიმწმენდისას – მილანას რჩევები
ტანსაცმელი მხოლოდ სამოსი არ არის. ის გაცილებით მეტია და გვახსენებს იმ დღეებს, როდესაც ბედნიერები ვიყავით, წარმატებას მივაღწიეთ, ოცნება ავიხდინეთ, ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავედით ან უბრალოდ სევდიანები ვიყავით. დროსთან ერთად, საყვარელი ტანსაცმლის ფერი ხუნდება, ფორმა იცვლება და მათში მტვერი თუ სხვადასხვა ბაქტერია ისადგურებს.
თუმცა, არსებობს გზა, რითიც სამოსის ხარისხის დიდ ხანს შენარჩუნება შეიძლება. ამ ბლოგში სწორედ ამაზე გიამბობთ. პროფესიონალური ქიმწმენდა, ფაქტობრივად, ყველა ტიპის სამოსისთვის რეკომენდებული, ხოლო ზოგიერთისთვის - აუცილებელია. არსებობს ისეთი ქსოვილები, რომელთაც სახლის პირობებში კარგად ვერ მოუვლით. მეტიც, ისინი შეიძლება დაზიანდნენ, ფორმა და ფერი დაკარგონ ან სპეციფიური სუნი გაუჩნდეთ. ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა ტანსაცმლის ქიმწმენდა.
მეტიც, პროფესიონალური სერვისით, სამოსის მდგომარეობისა და დაბინძურების ხარისხის მიუხედავად, ყოველი სეზონის ბოლოს უნდა ისარგებლოთ. ეს მნიშვნელოვანია, რათა თქვენს ტანსაცმელს პირვანდელი იერი დაუბრუნდეს.

ტანსაცმელი, რომელიც განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს
არსებობს განსაკუთრებული შემთხვევები, როდესაც ქიმწმენდას ალტერნატივა არ აქვს. ასეთს მიეკუთვნება მწარმოებლის მიერ ეტიკეტზე მითითებული ინფორმაცია „Dry Clean Only“, რაც ნიშნავს, რომ ქსოვილი ვერ იტანს წყალსა და ტრადიციულ სარეცხ საშუალებებს. ეს, როგორც წესი, ეხება ისეთ ნაზ მასალებს, როგორებიცაა:
ასევე მნიშვნელოვანია საერთაშორისო სიმბოლოები: მაგალითად, წრე და მასში ჩასმული ასო (P, F, W) მიუთითებს, რომ ნივთი განკუთვნილია ქიმწმენდისთვის და კონკრეტული გამხსნელის ტიპსაც აღნიშნავს.
ეტიკეტის უგულებელყოფა ხშირად იწვევს ქსოვილის გაფუჭებას, ზომის ცვლილებას ან ფერის დაკარგვას. პროფესიონალური ქიმწმენდის შემთხვევაში, კი მსგავსი რისკი არ არსებობს, რადგან ტექნოლოგები ამ ნიშნებს ზუსტად კითხულობენ და ირჩევენ უსაფრთხო მეთოდს, რომ თქვენმა ტანსაცმელმა დიდხანს შეინარჩუნოს პირვანდელ იერი და ხარისხი.
- ბეწვი და ზამში — წყლის ზემოქმედებით ისინი იშლება ან კარგავს ტექსტურას;
- შალი და აბრეშუმი — ბუნებრივი ბოჭკოები, რომლებიც სველ მდგომარეობაში დეფორმირდება;
- კოსტუმისა და პალტოს ქსოვილები — შიდა ფენა და ფორმა წყალში ირევა, რის გამოც ტანსაცმელი კარგავს სილუეტს.
ასევე მნიშვნელოვანია საერთაშორისო სიმბოლოები: მაგალითად, წრე და მასში ჩასმული ასო (P, F, W) მიუთითებს, რომ ნივთი განკუთვნილია ქიმწმენდისთვის და კონკრეტული გამხსნელის ტიპსაც აღნიშნავს.
ეტიკეტის უგულებელყოფა ხშირად იწვევს ქსოვილის გაფუჭებას, ზომის ცვლილებას ან ფერის დაკარგვას. პროფესიონალური ქიმწმენდის შემთხვევაში, კი მსგავსი რისკი არ არსებობს, რადგან ტექნოლოგები ამ ნიშნებს ზუსტად კითხულობენ და ირჩევენ უსაფრთხო მეთოდს, რომ თქვენმა ტანსაცმელმა დიდხანს შეინარჩუნოს პირვანდელ იერი და ხარისხი.
როგორ უნდა მოუაროთ დელიკატურ ქსოვილებს?
მოვლასა და მოფრთხილებას ყველა ტიპის სამოსი საჭიროებს, თუმცა განსაკუთრებით რთული შეიძლება მგრძნობიარე ქსოვილების მოვლა იყოს. მსგავს დელიკატურ ქსოვილებად, აბრეშუმი, შალი და კაშმირი ითვლება. სახლის პირობებში მათი ფერისა და ფორმის შენარჩუნება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ასევე, დაზღვეული არც სპეციფიკური სუნისა და ლაქებისგან ხართ.
ტანსაცმლის ქიმწმენდისას აუცილებლად გასათვალიწინებელია, რა ტიპის ქსოვილთან გვაქვს საქმე. ამის მიხედვით, მათი გარეცხვისა თუ გაშრობის წესი შეიძლება განსხვავებული იყოს.
როგორც წესი, აბრეშუმი თბილ ან ცივ წყალში, მხოლოდ ხელით, ნაზი სარეცხი საშუალებით, ირეცხება. არ შეიძლება მისი გაწურვა, რადგან ამ შემთხვევაში ბოჭკოები დაიშლება. რეკომენდაციები ტანსაცმლის გაშრობისთვისაც არსებობს - აბრეშუმს მზის პირდაპირი სხივები არ უნდა ხვდებოდეს, თორემ შეიძლება ფერი შეიცვალოს. ის უკუღმა, ოდნავ ნესტიანი ქსოვილის ქვეშ, დაბალ ტემპერატურაზე უნდა დაუთოვდეს. აბრეშუმის ტანსაცმლის ქიმწმენდა განსაკუთრებით რეკომენდებულია, თუ მას ბევრი ნაკერი ან მძივები აქვს.
აბრეშუმის მსგავსად, შალიც ხელით, ცივ ან ოდნავ თბილ წყალში უნდა გაირეცხოს. აუცილებელია, რომ სპეციალური სარეცხი საშუალება გამოიყენოთ, პირსახოცში გაახვიოთ და ისე გაწუროთ. შალის ქსოვილის საკიდზე გაშრობა არ შეიძლება - ამის ნაცვლად, ის სწორ ზედაპირზე უნდა გაშრეს. იმისთვის, რომ მსგავსი ტიპის სამოსი დიდხანს გქონდეთ და ხარისხი შეინარჩუნოს, უმჯობესია პროფესიონალური ქიმწმენდა ჩაუტარდეს.
კიდევ ერთი დელიკატური ქსოვილი კაშმირია, რომელიც ასევე ცივ წყალში, მხოლოდ ხელით უნდა გაირეცხოს. ფორმისა და ფერის შესანარჩუნებლად, აუცილებელია სპეციალური სარეცხი საშუალება და სწორ ზედაპირზე გაშრობა. დაკეცილი კაშმირის ტანსაცმელი კი, მშრალ და გრილ ადგილას ინახება. უმჯობესია, თუ ამ ტიპის ქსოვილის მოვლას ქიმწმენდის სპეციალისტებს მიანდობთ.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ დელიკატური ქსოვილების - აბრეშუმის, შალისა და კაშმირის შემთხვევაში, ტანსაცმლის ქიმწმენდა არათუ სასურველი, არამედ აუცილებელიცაა.

რა სიხშირითაა რეკომენდებული ტანსაცმლის ქიმწმენდა?
ის, თუ რამდენ ხანში ერთხელ უნდა ჩაუტაროთ ტანსაცმელს ქიმწმენდა, ქსოვილის ტიპზეა დამოკიდებული. ამავდროულად, არსებობს ზოგადი რეკომენდაციაც. სამოსს კონკრეტული სეზონის დასრულების შემდეგ, შენახვამდე, პროფესიონალური ქიმწმენდა უნდა ჩაუტარდეს. ეს თავიდან აგაცილებთ მის გაფუჭებას, სპეციფიკური სუნის გაჩენას, მტვრისა და ბაქტერიების დაგროვებას.
ზოგადად რომ მიმოვიხილოთ სამოსის გარკვეული ტიპები. მაგალითად, პიჯაკებისა და კოსტუმების ქიმწმენდა 3-6 გამოყენების შემდეგ შეიძლება დასჭირდეს. თუ იშვიათად იცვამთ, მაშინ წელიწადში ერთხელ ან ორჯერაც საკმარისი იქნება. კაშმირის სვიტერებსა და შალს ქიმწმენდა სეზონურად სჭირდებათ. ესეც გამოყენების სიხშირეზეა დამოკიდებული. აბრეშუმის სამოსი ლაქასა და სუნს შედარებით მარტივად იკიდებს, მათ მოსაშორებლად ყველაზე ეფექტური გზა ტანსაცმლის ქიმწმენდაა. ქურთუკებისა და პალტოებისთვის ქიმწმენდა სეზონურადაა რეკომენდებული. მაგალითად, ზამთრის სეზონის დაწყებამდე ან მისი დასრულების შემდეგ. არსებობს განსაკუთრებული მითითებაც, თუ სამოსი დალაქავდა, მისი პროფესიონალური ქიმწმენდა არ უნდა გადადოთ.

მილანა - ადგილი, სადაც ხარისხი გარანტირებულია
მილანა პრემიუმ ხარისხის ქიმწმენდის სერვისს გთავაზობთ. ჩვენთან შეკვეთის გაფორმების შემდეგ, თქვენი ტანსაცმელი პროფესიონალების ხელში აღმოჩნდება. ქიმწმენდის ტექნოლოგებმა, რომელთაც 30-წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვთ, ყველაზე კარგად იციან, თქვენს სამოსს როგორ მოუფრთხილდნენ. ისინი ტანსაცმლის ეტიკეტს ეცნობიან, ქსოვილის ტიპს აკვირდებიან და ყველა წესის დაცვით მოქმედებენ.
ჩვენ თანამედროვე ევროპული ტექნოლოგიებით აღჭურვილ საკუთარ ავტორიზებულ ქარხანას ვფლობთ, რაც ხარისხის კიდევ ერთი გარანტიაა. ქიმწმენდის ტექნოლოგები სპეციალურ, უსაფრთხო საშუალებებს იყენებენ. ამგვარად, თქვენი ტანსაცმლის ფორმა და ფერი ნარჩუნდება. მეტიც, ზოგჯერ აღდგება კიდეც. მილანაში ხარისხი გარანტირებულია და ამაში ყველა თავად რწმუნდება.
მილანა ქართულ ბაზარზე ახალ სტანდარტს ამკვიდრებს და მომხმარებლების კომფორტსა და ინტერესებზე განსაკუთრებულად ზრუნავს. ამის დასტურია ის სერვისები, რასაც ჩვენ გთავაზობთ. ესენია: გამჭვირვალე ფასები, საქმის დადგენილ ვადებში შესრულების გარანტია, კომფორტული გარემო, კორპორატიული კლიენტებისთვის და დიდი შეკვეთების შემთხვევაში, გამოძახების სერვისით სარგებლობის შესაძლებლობა და სხვა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მილანა თქვენთვის საუკეთესო არჩევანია.

© 2021-2026 ყველა უფლება დაცულია