KA
KA
EN
RU
  • ჩვენ შესახებ
  • სერვისები
    • ტანსაცმლის ქიმწმენდა
    • ფეხსაცმლის ქიმწმენდა
    • ტყავის ქიმწმენდა
    • ბეწვის ქიმწმენდა
    • საოჯახო ტექსტილის ქიმწმენდა
    • დამატებითი სერვისები
  • ფასები
  • ბლოგი
  • სხვა
    • ჩაბარების პუნქტები
    • გალერეა
    • მობილური აპლიკაცია
Logo
KA
KA
EN
RU
Logo
25.11.2025
ფეხსაცმლის ქიმწმენდა – რა შემთხვევაშია საჭირო და რას უნდა მიაქციო ყურადღება
დიდი ხანია ფეხსაცმელი ადამიანის მუდმივი თანამგზავრია. იმისთვის, რომ მათი ფორმა და ფერი შენარჩუნდეს, ფეხსაცმლის ქიმწმენდა აუცილებელია. მართალია, მათ სახლის პირობებში რეცხავთ და წმენდთ, თუმცა ზოგჯერ ამით აზიანებთ კიდეც. სწორედ ამიტომ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იცით თუ არა, როგორ მოუაროთ მათ. 
ფეხსაცმლის მახასიათებლების, შენახვისა და მოვლის წესებზე ინფორმაცია ეტიკეტზეა დატანილი ან ყუთშია განთავსებული. მნიშვნელოვანია, რომ ამ რეკომენდაციების დაცვით იმოქმედოთ. აღნიშნულ წესებში ყველაზე კარგად მილანას ქიმწმენდის სპეციალისტები ერკვევიან. 
ზოგიერთი დელიკატური მასალა მაგალითად, ნატურალური ტყავი, ზამში, ლაკისა და ნაჭრის ფეხსაცმელი სპეციალურ მოვლას საჭიროებს. მაგალითად, ტყავი წყალსა და მზის პირდაპირ სხივებს უნდა მოარიდოთ; ზამშის შემთხვევაში სპეციალური სპერი და ჯაგრისია საჭირო; ლაკის ფეხსაცმელი ოდნავ ნესტიანი ტილოთი, ძლიერი ქიმიური საშუალებების გარეშე უნდა გაიწმინდოს; ნაჭრის ფეხსაცმლის შემთხვევაში კი, სარეცხის მანქანის გამოყენება რეკომენდებული არ არის. 

ყველაზე გავრცელებული პრობლემები ფეხსაცმელში

ლაქები, უსიამოვნო სუნი და ფორმის დაკარგვა - ესენი, ფეხსაცმელების შემთხვევაში, ყველაზე გავრცელებული პრობლებებია. ხშირად, მათთან გამკლავება სახლის პირობებში შეუძლებელია და საჭირო ხდება პროფესიონალების ჩარევა. ეს აუცილებელია, რათა ფეხსაცმელი უფრო მეტად არ დაზიანდეს. 
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემებისა, არსებობს სხვა სახის დაზიანებებიც, რასაც დეტალურად გაგაცნობთ.
ლაქები და ჭუჭყი განსაკუთრებით ზამშის, ატლასის ან ღია ფერის ტყავის ფეხსაცმელების შემთხვევაში გვხვდება. უსიამოვნო სუნს მათი ხშირი მოხმარება, მასალის ხარისხი ან ტენიანობა იწვევს. ფეხსაცმელი ფორმას კარგავს, თუ მისი შიგთავსი დარბილდა, არასწორად ინახავთ ან ძალიან ხშირად იცვამთ. თუ ტყავს, რეგულარულად არ მოუვლით, ის შეიძლება დაიბზაროს. გახუნებასა და ფერის დაკარგვას კი, მზის პირდაპირი სხივები ან არასწორი წმენდა იწვევს ხოლმე. თუ კონკრეტული მასალა წყალგაუმტარი საშუალებით არაა დამუშავებული, მას შეიძლება წყლის ლაქები გაუჩნდეს. ასევე, შესაძლებელია, რომ ფეხსაცმელი მექანიკურად დაზიანდეს - ამ რისკს არასწორი სარეცხი საშუალებების გამოყენება კიდევ უფრო ზრდის. ზოგჯერ, ისინი ფეხსაცმელში გამოყენებულ წებოსთან რეაქციაში შედის.
იმისთვის, რომ მსგავსი შემთხვევებისგან მაქსიმალურად დაცულები იყოთ და შესაძლო ზიანი მინიმუმამდე დაიყვანოთ, ფეხსაცმლის ქიმწმენდა საუკეთესო გამოსავალია. ბუნებრივია, ყველა ადამიანს ვერ ეცოდინება კონკრეტულ მასალას როგორი მოვლა სჭირდება, თუმცა ეს ქიმწმენდის ტექნოლოგებმა ნამდვილად კარგად იციან. ამიტომ, ზოგჯერ საქმე პროფესიონალებს უნდა მიანდოთ. 

რატომ არ უნდა შეეჭიდოთ რთულ ლაქებს სახლის პირობებში?

როდესაც ფეხსაცმელი ლაქავდება, ალბათ, პირველ რიგში ლაქის ამოყვანაზე ფიქრობთ. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ყველა ლაქა ერთი ტიპის არ არის და ერთნაირი მეთოდით არ შორდება. მეტიც, შესაძლოა რთული ლაქები კიდევ უფრო ღრმად ჩაჯდეს ან გაწმენდის დროს ფეხსაცმელი ძალიან დაზიანდეს. 
არსებობს ლაქის ამომყვანი საშუალებები, თუმცა უნდა იცოდეთ, რომ ისინი უნივერსალური არაა და ყველა შემთხვევაში ვერ გამოიყენებთ. ზოგჯერ, მათ შეიძლება სარგებელზე მეტად, ზიანი მოგიტანოთ. გარდა სპეციალური სარეცხი საშუალებებისა, ადამიანები, სახლის პირობებში, ხშირად სხვადასხვა ნივთიერებასაც იყენებენ. ეს ყველაფერი ფეხსაცმლის დაზიანების რისკს კიდევ უფრო მეტად ზრდის. მაგალითად, თვითნებურად გამოყენებული საპონი, სპირტიანი სითხეები ან წყალი შეიძლება ლაქის გაღრმავების მიზეზი გახდეს. ზოგიერთ საშუალებას შეუძლია ფეხსაცმლის ფერი გაახუნოს და უფრო დიდი პრობლემა წარმოშვას. ასევე, ხშირია ფორმის დაკარგვის შემთხვევებიც - წყლით ზედმეტი დამუშავება მასალას არბილებს. განსაკუთრებით საფრთხილოა ქიმიური რეაქციები - საწმენდი ნივთიერებების ნაწილი ფეხსაცმელში გამოყენებულ წებოსთან რეაქციაში შედის. 
ამ და სხვა მიზეზების გამო, თუ თქვენი ფეხსაცმელი დალაქავდა, სჯობს ქიმწმენდის სერვისით ისარგებლოთ. ფეხსაცმლის ქიმწმენდა თბილისში ხელმისაწვდომია ჩვენთან - მილანაში, სადაც თქვენს ნივთებზე პროფესიონალები იზრუნებენ. 

ფეხსაცმლის ქიმწმენდის უპირატესობა

პროფესიონალური სერვისი უზრუნველყოფს, რომ ფეხსაცმელი რაც შეიძლება დიდხანს გემსახუროთ. თანაც ისე, რომ ფორმა არ დაკარგოს, არ გახუნდეს და უსიამოვნო სუნი არ გაუჩნდეს. თუ ფეხსაცმლის რაღაც ნაწილი დაზიანდა, შესაძლოა პროცესი შეუქცევადი გახდეს. ამიტომაც საჭიროა, რომ ისინი დაუყოვნებლივ ქიმწმენდის ტექნოლოგებს ანდოთ. ქიმწმენდა აუცილებლად დაგჭირდებათ, თუ ფეხსაცმელი დელიკატური მასალისგანაა დამზადებული, თუ მასზე ცხიმის ან რაიმე რთული ლაქაა, რაც ტილოთი არ შორდება. ასევე, თუ ფეხსაცმელი ღია ფერისაა. 
ქიმწმენდა, ფაქტობრივად, ყველა სახის პრობლემას უმკლავდება. ამ სერვისის გამოყენების მთავარი პლუსი ის არის, რომ ფეხსაცმელი არ ზიანდება. მეტიც, ის შესაძლოა პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდეს - ხასხასა ფერითა და ძველებური ფორმით. შესაბამისად, შეიძლება თამამად ითქვას, რომ ფეხსაცმლის ქიმწმენდა ინვესტიციაა, რომელსაც მომავლისთვის აკეთებთ. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, საკითხი მართლაც ასე დგას. საჭიროების შემთხვევაში, პროფესიონალური ქიმწმენდის სერვისის გამოყენება, ძალიან ჭკვიანური გადაწყვეტილებაა. 

მილანა - ფეხსაცმლის ქიმწმენდის ექსპერტი 

ფეხსაცმლის ქიმწმენდა თბილისში მილანას დახმარებით, ძალიან მოსახერხებელია. ჩვენ პრემიუმ ხარისხის ქიმწმენდის სერვისს გთავაზობთ. ეს არის ადგილი, სადაც მომხმარებელზე ზრუნვა მხოლოდ მოვალეობა არ არის. 
ჩვენს ქიმწმენდის ტექნოლოგებს 30-წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვთ. მათ ზუსტად იციან, რა სჭირდება თქვენს ფეხსაცმელს იმისთვის, რომ პირვანდელი ბრწყინვალება დაიბრუნოს. აღსანიშნავია, რომ მილანა გარდა ქიმწმენდისა, დამატებით სერვისებსაც აერთიანებს. აქ შესაძლებელია ფეხსაცმლის აღდგენა და შეღებვა. დარგის სპეციალისტებმა იციან, კონკრეტული მასალისთვის რა ტემპერატურა, ტენიანობა ან ქიმიური ნივთიერება გამოიყენონ. სახლის პირობებში კი, ამის შესაძლებლობა არ არის ხოლმე. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია საქართველოში ყველაზე დიდი, თანამედროვე ავტომატიზირებული ქარხანა, რომელიც ჩვენ გვაქვს. ევროპული დანადგარები, სპეციალური საშუალებები და გულისხმიერი თანამშრომლები უზრუნველყოფენ, რომ თქვენი ფეხსაცმელი უსაფრთხოდ დამუშავდეს. 
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფეხსაცმლის ქიმწმენდა ცოდნასა და გამოცდილებას მოითხოვს, რაც მილანას გუნდს არ აკლია. სწორედ ამის დასტურია ის, რომ თითოეული მომხმარებელი კმაყოფილია და ჩვენს ერთგულ კლიენტად რჩება. 
Logo
  • ჩვენ შესახებ
  • ფასების სია
  • მობილური აპლიკაცია
კონტაქტები
© 2021-2025 ყველა უფლება დაცულია
  • მომხმარებლის შეთანხმება
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვებსაიტის დიზაინი და განვითარება Agbis-ისგან
Logo
  • ჩვენ შესახებ
  • სერვისები
    • ტანსაცმლის ქიმწმენდა
    • ფეხსაცმლის ქიმწმენდა
    • ტყავის ქიმწმენდა
    • ბეწვის ქიმწმენდა
    • საოჯახო ტექსტილის ქიმწმენდა
    • დამატებითი სერვისები
  • ფასები
  • ბლოგი
  • სხვა
    • ფილიალები
    • გალერეა
    • მობილური აპლიკაცია