25.11.2025
ბეწვის ქიმწმენდა – რა უნდა იცოდე სეზონური მოვლისთვის
ბეწვი ისეთი მასალაა, რომლითაც ადამიანები თავს იწონებენ. მართლაც, ის თითქოს კლასიკაა და სტილისა და ელეგანტურობის სიმბოლო. რა დროც უნდა გავიდეს, ბეწვი - ბუნებრივი თუ ხელოვნური მოდიდან არ გადადის. იმისთვის, რომ ბეწვეული დიდხანს გქონდეთ და პირვანდელი იერსახე შეინარჩუნოს, მისი სწორად მოვლა აუცილებელია. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი დელიკატური მასალისგან დამზადებული სამოსის სახლის პირობებში მოვლა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. მათ შორის, ადგილს ბეწვიც იკავებს. დროთა განმავლობაში, მბზინვარე, თვალისმომჭრელი და ეფექტური ნივთები პირვანდელ იერსახეს კარგავენ. ეს ხშირად არასწორი მოვლითაა განპირობებული. ეს რომ თავიდან აირიდოთ, ბეწვის ქიმწმენდა აუცილებელია.
შემთხვევები, როდესაც ბეწვს ქიმწმენდა დაუყოვნებლივ სჭირდება
არსებობს რიგი შემთხვევები, როდესაც ქიმწმენდის სერვისს დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ. უსიამოვნო სუნი, ლაქები, წვიმაში მოხვედრა - ეს იმ შემთხვევათა მცირე ჩამონათვალია, როდესაც ბეწვის ქიმწმენდა არა სასურველი, არამედ აუცილებელია. დროული რეაგირების გარეშე, შესაძლოა ბეწვმა იერსახე სამუდამოდ დაკარგოს. გაითვალისწინეთ, ლაქების მოშორება სახლის პირობებში არ სცადოთ, რადგან შეიძლება უარესი შედეგი მიიღოთ. თუ ბეწვზე სასმელი ან საკვები დაგეღვარათ, პროფესიონალური ქიმწმენდა დაგჭირდებათ. ყავა, ღვინო, სხვადასხვა წვენი, ცხიმიანი საკვები ისეთ ლაქებს ტოვებს, რომლებიც ბეწვს სტრუქტურულად აზიანებს და სუნს უჩენს. ბეწვის ფორმა შეიძლება არასწორი გაშრობითაც შეიცვალოს. ამიტომაც, წვიმასა თუ თოვლში მოხვედრის შემდეგ, ქიმწმენდის სერვისის გამოყენება აუცილებელია. ასე შესაძლო გარეთულებებს თავიდან აიცილებთ. ბეწვს განსაკუთრებულ ზიანს კოსმეტიკური საშუალებები აყენებს. მაგალითად, ტონალური კრემების, პუდრების, სუნამოებისა და სხვათა შემადგენლობაში სპირტი და ზეთებია. მათ შეუძლიათ, ბეწვი გამოაშრონ და ფერი შეუცვალონ. პროფესიონალური ქიმწმენდა აუცილებელია, თუ ბეწვმა მძაფრი სუნი შეიწოვა. მაგალითად, თამბაქოს ან კვამლის. მისი გაქრობა სახლის პირობებში შეუძლებელია. ხშირი ტარების შემდეგ, ბეწვი შეიძლება ცხიმიანი ან წებოვანი გახდეს, ამ დროს, პროფესიონალების ჩართვაა საჭირო. დაუყოვნებლივ ქიმწმენდის სერვისს უნდა მიმართოთ მაშინაც, თუ ბეწვს ობის ან ნესტის სუნი აქვს. ეს უკანასკნელი ხშირად არასწორი შენახვისგან ჩნდება.
ბეწვის სეზონური მოვლა - როგორ შეინახოთ ზაფხულში?
ისეთი დელიკატური მასალისთვის, როგორიც ბეწვია, შენახვა-მოვლის განსაკუთრებული ზომებია საჭირო. შესაბამისი წესების გათვალისწინების გარეშე, შესაძლოა თქვენმა ბეწვმა ხარისხი დაკარგოს - ფორმა შეიცვალოს, სუნი გაუჩნდეს ან ბზინვარება გაუქრეს. ყველა შესაძლო პრობლემისგან რომ დაცული იყოთ, რიგი რეკომენდაციების გათვალისწინებაა საჭირო. პირველ რიგში, აუცილებელია სისუფთავის დაცვა. ბეწვის ქიმწმენდა სასურველია სეზონის ბოლოს, სანამ მას შეინახავთ. თვეების განმავლობაში ბეწვზე ცხიმი, მაკიაჟი, ოფლი, მტვერი და სხვადასხვა სახის დაბინძურება ჩნდება. მათი ეფექტურად მოშორების გზა არის პროფესიონალური ქიმწმენდა. თუ პროცედურისთვის გამოცდილ გუნდს მიმართავთ, თქვენს ბეწვს საფრთხე არ დაემუქრება. მათ იციან, რა საშუალებებით იმუშაონ ისე, რომ ბეწვმა ხარისხი არ დაკარგოს. მნიშვნელოვანია ბეწვის შენახვის ადგილი. მსგავსი მასალა ბნელ, გრილ და მშრალ ადგილას უნდა შეინახოთ. მას მზის პირდაპირი სხივები არ უნდა ხვდებოდეს, რადგან მზე ბეწვს ხარისხს უკარგავს. გაითვალისწინეთ ისიც, რომ დაუშვებელია ბეწვის პოლიეთილენის პარკში მოთავსება, რადგან მას ჰაერის ცირკულაცია სჭირდება. სწორედ ამიტომ, ბეწვისთვის ბამბის ან ტილოს სპეციალური გადასაფარებელი გამოიყენეთ. განსაკუთრებით საყურადღებო ტენიანობის საკითხია, რადგან ტენი ბეწვის სტრუქტურას აზიანებს. შედეგად, მას შეიძლება ობი ან სპეციფიკური სუნი გაუჩნდეს. ბეწვის შენახვისას, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი - ტემპერატურაა გასათვალისწინებელი. ის, დაახლოებით, 8-12°C ტემპერატურაზე, დაბალი ტენიანობის პირობებში უნდა შეინახოთ. ასე ბეწვის დაზიანებას თავიდან აიცილებთ. კიდევ ერთი რეკომენდაციაა, რომ ბეწვი არავითარ შემთხვევაში არ დაკეცოთ, ის ვერტიკალურად უნდა შეინახოთ, რათა ფორმა არ შეიცვალოს. დაკიდეთ საკიდზე, ზემოდან კი ტილოს ან ბამბის სპეციალური გადასაფარებელი ჩამოაფარეთ. არ გამოიყენოთ წვრილი პლასტმასის საკიდი - ამ შემთხვევაში, ტანსაცმელი ფორმას კარგავს, რადგან წვრილი საკიდი მის უსაფრთხოდ შენახვას ვერ უზრუნველყოფს. რეკომენდებული არ არის ნაფტალინის ან სხვა მსგავსი საშუალებების გამოყენება - არასწორი მოსაზრებაა, რომ ბეწვი ნაფტალინში კარგად ინახება და ის მას იცავს. ნაფტალინი ისეთ მძაფრ სუნს ტოვებს, რომლის გაქრობაც თითქმის შეუძლებელია.
მილანა - პრემიუმ ხარისხის ქიმწმენდა თქვენი ბეწვისთვის
ბეწვის ქიმწმენდა თბილისში მილანას უნდა მიანდოთ. ჩვენი გამოცდილი თანამშრომლები ბეწვზე შესაბამისი ტექნიკით, რბილი ღრუბლებით და აგრესიული ქიმიკატების გარეშე მუშაობენ. შედეგად, შესაძლო ზიანი მინიმუმამდეა დაყვანილი და ბეწვი პირვანდელ იერსახეს იბრუნებს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბეწვი იმ დელიკატურ მასალას შორისაა, რომელიც განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს. მაგალითად, მისი დამუშავებისას, საჭიროა ნაკლები ტემპერატურა, ძალიან მსუბუქი მოძრაობები და ნაკლები წნევა. მილანაში ყველა წესს ზედმიწევნით ვითვალისწინებთ. ეს კი იმის გარანტიაა, რომ თქვენი ბეწვი ბუნებრივი ტექსტურის დაკარგვისგან მაქსიმალურად დაცულია. გარდა ამისა, ჩვენ საკუთარი ავტომატიზებული ქარხანა გვაქვს, რომელიც საქართველოში ყველაზე დიდი და თანამედროვეა. ის ევროპული დანადგარებითაა აღჭურვილი, რაც ხარისხის კიდევ ერთი გარანტიაა. ბეწვის ქიმწმენდა თბილისში ასეთი მოსახერხებელი, კომფორტული და სანდო ჯერ არასდროს ყოფილა. მილანა, ხომ ქიმწმენდის სერვისში ახალი სიტყვაა.
© 2021-2025 ყველა უფლება დაცულია